გიორგი ვოლსკი: ტრაგედია ის არის, რომ „ნაცმოძრაობა”, რომელიც თავს ქვეყნის მართვის კანდიდატად მიიჩნევს, “ფეისბუქმა” მთელი რიგი დანაშაულებების ორგანიზატორად დაასახელა
„ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს მიიჩნევს კანდიდატად, ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა ჩაეშვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში, ეს არის მთავარი საკითხი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ “ფეისბუქის” მიერ საქართველოში ასობით გვერდის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, ყურადღება გადაიტანონ კოკა ყანდიაშვილზე.
„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე გაწევას ცდილობს ვინმე. ის „ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რესურსიც აქვს და თუკი “ფეისბუქმა” რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო და ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, რამდენად დაარღვია მან “ფეისბუქის” რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ კონკრეტული პარტია – „ნაციონალური მოძრაობა” დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებებისა, რომელიც დაუშვებელია “ფეისბუქ” სივრცეში”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.