გიორგი ვოლსკი: უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში ნებისმიერ თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნით ჩრდილი მიადგება ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებს
„დისონანსურია მისი დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში, რასაკვირველია, ამით ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის არ ყალიბდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.
„უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სააკაშვილი არ დანიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, საკმაოდ დისონანსურია მისი დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. რასაკვირველია, ამით ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება.
ის საკმაოდ ფართო ფორმატში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში. ასე რომ, ამ თემაზე სამსჯელო იქნება”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.