გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რას წერენ და რა შეფასებებს აძლევენ ჩვენს საქმიანობას საზღვარგარეთ

“როდესაც საუბრობენ საქართველოს მაგალითზე, როგორც ამ პრობლემის მართვის თვალსაზრისით, ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული შემოწირულობის თვალსაზრისით, ეს არის ის რეალობა, რაც არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ მოყვანილია, როგორც სამაგალითო, ხოლო მმართველი პარტიის დამფუძნებლის ქველმოქმედება მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რას წერენ და რა შეფასებებს აძლევენ ჩვენს საქმიანობას საზღვარგარეთ.

„ამ რეალობას ზოგი ხვდება სიხარულით, ზოგი – პრაგმატული თავშეკავებითა და ანალიზით, ზოგი კიდევ – თავშეუკავებელი სიბრაზით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, იცოდეს – რას წერენ და რა შეფასებებს აძლევენ ჩვენს საქმიანობას საზღვარგარეთ. ამავე დროს, რეალურ სიტუაციას უნდა გავუსწოროთ თვალი – მთელი ძალისხმევა “სააკაშვილის კლასტერისა” მიმართულია იქეთკენ, რომ როგორმე დაამცირონ, შეამცირონ როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე, მის მიერ ჩამოყალიბებული სახელისუფლო სტრუქტურების საქმიანობა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები