ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს “საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. ამჯერად, სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, სოფელ ასურეთში გამავალი მაგისტრალური სისტემა, სადაც, ამ დროისთვის, 1420 მმ-იანი ქსელი იცვლება, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის კვებას უზრუნველყოფს.

“წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება ორძაფიანი დაზიანებული დიუკერის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს  წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად,  600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები