მარტვილის საბავშვო ბაღებში საკვების გაცემის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტეტში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კვების პროდუქტების გაცემის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია,  მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით ბარამია და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი – ირმა გაბისონია დაესწრნენ.

“კვების პროდუქტები სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 847 ბავშვს გადაეცემა.  პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს  რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები