ირაკლი კობახიძე: ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე შეექმნება

“პირობითად, ერთი თვითაც რომ გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო, ამ შემთხვევაშიც კი გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, შესაბამისად, არავითარი საფრთხე  შეექმნება ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“პირობითად, ერთი თვითაც რომ გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო, ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, შესაბამისად, არავითარი საფრთხე  შეექმნება ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას, ანუ დრო საკმარისია ყველაფრისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. თუ არ გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში, ცვლილებების მიღება ივნისის ბოლომდე ესწრება, თუ გაგრძელება გახდა საჭირო, ამ შემთხვევაში, ივლისში დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება”, – განმარტა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები