თენგიზ ცერცვაძე: რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ვირუსის შემთხვევების მატება არ აღინიშნება, ეს პერიოდი მშვიდობიანად ჩავიარეთ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული კორონავირუსის შემთხვევების მატება არ აღინიშნება.

„არ გვაქვს ფაქტი, იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ყველგან არის. არ არსებობს ფაქტი, ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციებზე, თვითონ ეკლესიამაც ძალიან სწორი და კარგი პოზიცია დაიკავა და, ფაქტობრივად, ეს საკმაოდ ისეთი პერიოდი, რომელიც შეიძლება, გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი ჩავიარეთ მშვიდობიანად. არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არ აღინიშნება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები