მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ე.წ. ნომერ მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული ე.წ. ნომერ მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში, დღევანდელი დღის ჩათვლით, 130-მა პაციენტმა იმკურნალა, აქედან 72 გამოჯანმრთელდა.

“ჩვენთან, დღევანდელი დღის ჩათვლით, 130-მა პაციენტმა იმკურნალა, აქედან 72 გამოჯანმრთელებული გვყავს. თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, რომელსაც მუდმივად მეკითხებით – ნომერ მეხუთე პაციენტიც გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები