„რუსეთს საქართველოს ნებისმიერი წარმატება აღიზიანებს“ – ლევან ნიკოლეიშვილი განმარტავს, რატომ აგორებს რუსეთი “შავ პიარს” ლუგარის ლაბორატორიაზე

ანალიტიკოსი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც რუსეთს საქართველოში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია სურს. როგორც ანალიტიკოსმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რუსეთს საქართველოს ნებისმიერი წარმატება აღიზიანებს.
„ლუგარის ლაბორატორია რამდენად კარგ საქმეს აკეთებს ჩვენს ქვეყნაში, ეს დამტკიცდა. სწორედ იქ ხდება ტესტების შემოწმება, კორონავირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევა. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ წარმატებულად აკეთებენ ამ ყველაფერს, ვინაიდან მათი ტესტები არის უშეცდომო. ეს არის მოცემულობა, რაც გვაქვს.
რაც შეეხება რუსეთს – თუ გახსოვთ, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ შარშან დაიწყეს. რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ლუგარის ლაორატორიის წინააღმდეგ “შავი პიარი” აეგორებინათ. ამის ორ მიზეზი არსებობს: ერთი ის, რომ ცენტრი თავის დროზე სენატორ ლუგარის ინიციატივითა და ჩვენი სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ,ემსახურება მიზანს, რომ აქ ჩატარდეს სამედინიცნომ ხასითის კვლევები, მოხდეს დაავადებების პრევენცია. ამერიკელების დახმარებით შეიქმნა ეს ცენტრი, რაც რუსეთს ყოველთვის აღიზიანებს და მეორე: როგორც ჩანს, აღიზიანებთ ნებისმიერი წარმატება, რაც საქართველოში ხორციელდება. რატომღაც მიჩნეული აქვთ, რომ საქართველოს ნებისმიერი წარმატება მათი ხელისუფლების იმიჯზე ცუდად აისახება.
საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ჯერ კიდევ შარშან, როცა ამ პიარის აგორება დაიწყო, კარასინი-აბაშიძის ფორმატი საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა და აბაშიძემ გააკეთა საკმაოდ კარგი დიპლომატიური განცხადება, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შესთავაზა, ჩამოსულიყვნენ და ენახათ რას აკეთებს ლაბორატორია. რა თქმა უნდა, ამაზე გამოხმაურება არ ყოფილა.
შემდეგ, როცა ჩვენთან კორონასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შევიდა, თუ გახსოვთ, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ცენტრი მისი ჩამოყალიბებულია და არა – სხვა ხელისუფლების, რაც კიდევ ერთი პოპულიზმის გამოხატულება იყო. ასევე ისაუბრა გარკვეულ აფიორებზე, რაც მან ჩაატარა ლუგარის ლაბორტორისთან მიმართებაში, რათა ის დაარსებულიყო. ეს სამარცხვინო განცხადებაა. ამ უაზრო საუბრით ხელი შეუწყო რუსეთს. ამას კიდევ ერთი გაგრძელება მოჰყვა, კერძოდ, გახსოვთ, გიორგი ვაშაძე აქტიურად ლობრებდა სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხს. კორონასთან ბრძოლა უხილავ მტერთან ბრძოლაა, ამ ომის გენერლები ჩვენი მედიკოსები არიან, ომში როგორც წესი გენერლებსა და მთვარსარდლებს უნდა მოუსმინო. ბატონმა ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე ახსნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ხდება ე.წ. ოქროს ტესტის გაკეთება, რათა დადგინდეს, არის, თუ არა ადამიანი ინფიცირებული. როცა ამას ეჭვქვეშ აყენებ, მე იმ კუთხით მესმის, რომ ეს ლუგარის დისკრედიტაციას ემსახურება“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

წლების განმავლობაში ლუგარი ლაბორატორია რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები