რატი იონათამიშვილი: საქართველოში არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს და, რეალურად, სურთ, რომ შეთანხმება, რომელიც შედგა, ჩაიშალოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ვადებში, რაც არის კონსტიტუციით მოცემული, აუცილებლად ჩავეტევით, ასე რომ, ვისაც დღეს აქვს სურვილი, ამ თემით მოახდინოს სპეკულაცია, ვგულისხმობ ოპოზიციას, სწორედ ისინი არიან მოწოდებულები იმისთვის, რომ შეთანხმება არ შედგეს, არ დავასრულოთ დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ჩვენ თითოეულ მიმართულებას ბოლომდე მივიყვანთ და არჩევნები საქართველოში კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ჩატარდება.

შეთანხმების ტექსტი მთლიანად საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ის იმდენად მკაფიოა, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ბოლომდე შევასრულებთ, რასაკვირველია. ვინც დღემდე ცდილობს, რომ გარკვეული ინტერპრეტაციები შეიტანოს ამ ტექსტის შინაარსში, ვფიქრობ, საკუთარ თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები