პოლიციამ ზუგდიდში მომხდარ, ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ორი პირი – პ.ს. და შ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონებს.
სამართალდამცველებმა 13 ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები