კელი დეგნანი: ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის

​საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ულოცავს.

დეგნანის თქმით, თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მე და ჩემი კოლეგები საელჩოდან მივესალმებით მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან. როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ძალიან ვამაყობ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებით. ეს ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციასა და ფაქტების დაფარვასთან საბრძოლველად.
ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, – აცხადებს კელი დეგნანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები