ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა
ქუთაისში მოზარდი, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა აცნობა.
” 11 წლამდე მოზარდი, მძიმე მდგომარეობით, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა”-განაცხადა მაია რუხაძემ.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხევევა რამდენიმე წუთის წინ ნიკეას ქუჩაზე მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 11 წლამდე მოზარდს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.