ამირან გამყრელიძე: ერთი თვის წინ მივმართეთ “გილიადს”, რომ პრეპარატი “რემდესივირი” საქართველოსაც მოაწოდონ

“საქართველომ უკვე ერთი თვეა რაც „გილიადის“ ხელმძღვანელობას მიმართა, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული იქნეს წამლის მოწოდება და იმედია, ჩვენც გვექნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ამ წამალს აწარმოებს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი კომპანია „გილიადი“, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს და გვეხმარება ჰეპატიტის წარმატებულ პროგრამაში. ეს წამალი 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს არის შექმნილი, ანტივირუსული წამალია, რომელზეც ჩინეთში, აშშ-ში, ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა კლინიკური კვლევები და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გუშინ თუ გუშინწინ მისცა დასტური, რომ “რემდესივირი” შეიძლება გამოყენებული იქნეს მძიმე შემთხვევებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები