ლანჩხუთის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო
ლანჩხუთის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „ლანჩხუთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის” მართვაში არსებულ 21 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საკვები პროდუქტების გაცემას რამდენიმე საბავშვო ბაღში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და ა(ა)იპ „ლანჩხუთს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის” ხელმძღვანელი, ნატა კობალავა გაეცნენ.
“დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების 1145 აღსაზრდელი სურსათს მიიღებს. პროდუქტების გაცემა დილიდან დაიწყო და სახელმწიფოს ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს _ განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
ცნობისთვის, აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის ბოლოს განხორციელდა.