პირველად საქართველოში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების ციფრული ვიზიტი გაიმართება

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) 2-5 მაისს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ციფრული რეზიდენტურის პროგრამას (E-Residency Program Georgia) უმასპინძლებს.
პროგრამაში მონაწილეობას უნივერსიტეტის 15 მაგისტრი მიიღებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში მოუსმენენ ქართველ ექსპერტებსა და სპიკერებს და მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად საქართველოს ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებენ. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლის 2020 წლის Global Perspective Residency პროგრამა, სრულად საქართველოს ეთმობა და ასეთი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება.
პროექტის მხარდამჭერები არიან ფონდი “პროდემოსი” და სექტორი 3.
პანელური დისკუსიები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებისა და მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე გაიმართება: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ-სთან ურთიერთობები, ქართული სამოქალაქო საზოგადოების როლი და განვითარება, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა (მათ შორის საარჩევნო სისტემა), 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ადამიანის უფლებები, დეზინფორმაცია და პროპაგანდა და სხვა.
ციფრული კონფერენციის ფარგლებში ამ აქტუალურ თემებეზე ისაუბრებენ:
ქეთევან ჩაჩავა – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და სექტორი 3-ის თავჯდომარე;
დავით ბაქრაძე – ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
​კახა კუჭავა – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სხვა.
​ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის Global Perspective Residency პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებასა და გაძლიერებას უცხო გარემოში, საერთაშორისო კოლეგებთან ურთიერთობის წარმატებისა და ლიდერობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები