“ნაცმოძრობა და მათი დაქირავებულები ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ავტორიტეტს ეჭვქვეშ აყენებენ”
„ნაცმოძრობა და მათი დაქირავებულები, სწორედაც, რომ დიდი ფულის საფასურად ბედავენ და ეჭვქვეშ აყენებენ ბრიტანული “The Telegraph”-ის ავტორიტეტს, უფრო მეტიც, მათ ჟურნალისტებს ბრალს სდებენ სიცრუსა და ფალსიფიკაციაში, რომლებიც ამათ რომ ჰკითხო, გადამოწმების სტანდარტებს არ იცავენ. ამ დროს სტატიაში უმარტივეს რამეს ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ კოვიდ 19-ს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩარიცხული 100 000 000 ლარიანი დონაცია მასშტაბურია 3.7 მილიონიანი ქვეყნისთვის. რა, არ არის ასე?- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის მიერ გამოქვეყნებულ „კრიტიკულ” წერილს ეხმიანება, რომელიც ჟურნალისტმა ბრიტანულ გამოცემა „ტელეგრაფში” ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში” მიუძღვნა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს კორონავირუსთან მებრძოლი მთავრობის დისკრედიტაცია მოახდინოს:
„ახალი სიგიჟე: მავნებელსექტას რომ ჰკითხო, „ქართული ოცნების” ხელიუფლებამ ამჯერად ბრიტანული The Telegraph-ი მოისყიდა, თუმცა ხელისუფლებას აქამდე მოქრთამული ჰყავდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, BBC, Washington Times, Foreign Policy და ა.შ. როცა საქართველო პოსტკორონა ეტაპზე გადავა, ხელისუფლებას მოვუწოდებდი, სასაწრაფოდ მოახდინონ ფსიქიატრიული სავადმყოფოების განახლება და ადაპტაცია. დამერწმუნეთ, აუცილებლად დაგვჭირდება ვაი-ვუი მავნებელსექტანტებსა და მათ ფაშისტურ პროპაგანდის მანქანის წარმომადგენლების თუ დაქირავებულების სამკურნალოდ. აბა, რას მივაწეროთ ის შავი პიარი და დეზინფორმაცია, რასაც ისინი პერიოდულად საზოგადოებას აწვდიან და ყველანაირად ცდილობენ (მაგრამ არ გამოსდით!) კორონასთან მებრძოლი მთავრობის დისკრედიტაცია მოახდინონ, იწუნებენ ანტიკრიზისულ გეგმას, ეჭვქვეშ აყენებენ ექიმებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს, ლანძღავენ ხალხს, ობიექტურ მედიას, ეცოტავებათ გარდაცვლილთა რაოდენობა (თვითონ ალბათ, დაწყვიტავდნენ თავის მოსახლეობას, ხომ აშკარაა, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკით ძალიან ბევრი ქვეყანა გვისწრებს, ხომ არ ჩამოგვარჩენდნენ!), თესავენ პანიკას, შიშს… ყველას და ყველაფერს ლაფში სვრიან, ქართველებს, უცხოელებს”, – წერს ექსპერტი.
ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ პოსტში იმ სათაურებს უსვამს ხაზს, რომლითაც უცხოური მედია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას გამოეხმაურა:
„იქნებ გაგვარკვიოთ: ბერძნული მედია წერდა საქართველოზე თუ „ქართულმა ოცნებამ” „ჩააწყო”: „ისინი არ დაელოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა”, ან შემთხვევთ, არ იცოდა რას ამბობდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი: „საქართველო კორონა ვირუსზე რეაგირებისთვის ძალიან ეფექტურ ზომებს იყენებს” – თუ „ქართულმა ოცნებამ” უთხრა და დაიჯერა, რადგან თვითონ არც თვალები აქვს და არც რეალობის გარკვევის საშუალებები და არ იცის რა თქვას? „კანადა, სამხრეთ კორეა და საქართველო აჩვენებენ, რომ COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია” – აცხადებს Foreign Policy, თუ საქრთველოს ხელისუფლებამ უკარნახა ასე ეთქვათ, ოღონდ ამ გამოცემამ უთხრა, იმ პირობით ვიტყვით ასე, თუ კანადასა და სამხრეთ კორეასაც გვათქმევინებთ, ხომ იცით იმათმა მთავრობამაც ჩააწყოოო, ასეა? BBC, Washington Times და კიდევ უამრავი უცხოური გამოცემა, ყველა ვინც საქართველოს წარმატებას აღნიშნავს, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე მუშაობს არა? ან რა ქნან – ჯერ ერთი, ჩვენი ეშინიათ და სხვა გზა არა აქვთ, არა? აბა, მითხარით თქვენ ნორმალურები ბრძანდებით თუ ფსიაქიატრიული სავადმყოფოს იდეამ იქნებ მაინც დაგაფიქრათ? საქართველოში უცხოეთიდან 8 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ხელისუფლებამ დააბრუნა, თუ იმ სააკაშვილმა რომელიც ძალიან საეჭვოდ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიას გვთავაზობდა? იქნებ მაინც სააკაშვილმა დააბრუნა და არ ვიცით? არა, მართლა არ დაუბრუნებია? უკრაინაში აირჩიეს ვიცე-პრემიერად და ვერ მოიცალა?.. მოიცა, არ აურჩევიათ? აკი ირჩევენო”, – წერს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, ნაცმოძრობა და მათი დაქირავებულები ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ავტორიტეტს ეჭვქვეშ აყენებენ:
„ახლა მთავარი სიგიჟე: ნაცმოძრობა და მათი დაქირავებულები, სწორედაც, რომ დიდი ფულის საფასურად ბედავენ და ეჭვქვეშ აყენებენ ბრიტანული “The Telegraph”-ის ავტორიტეტს, უფრო მეტიც, მათ ჟურნალისტებს ბრალს სდებენ სიცრუესა და ფალსიფიკაციაში, რომლებიც, ამათ რომ ჰკითხო, გადამოწმების სტანდარტებს არ იცავენ… ამ დროს კი სტატიაში უმარტივეს რამეს ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ კოვიდ 19-ს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩარიცხული 100 000 000 ლარიანი დონაცია მასშტაბურია 3.7 მილიონიანი ქვეყნისთვის. რა, არ არის ასე? იქნებ არც ისაა სიმართლე, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში მშვიდობიანი, არჩევნების გზით, რომ შეიცვალა ხელისუფლება. ან არც ისაა სიმართლე, არსებულის ძალადობრივი გზით დამხობის სურვილს ყოველდღე რომ ამჟღავნებთ, ორლულიანი თოფით თუ ექიმების კაბინეტებიდან გამოთრევის იდეით, შეჭრა-შევარდნებით, ბოქლომებით. არა, რა, არ ისვენებს ეს ხელისუფლება და „ქართული ოცნება” და საქმეს აკეთებენ, შესაბამისად არ ისვენებენ BBC, Washington Times, Foreign Policy თუ The Telegraph-ი და ამ გაკეთებულ საქმეებს ობიექტურად აწვდიან მსოფლიოს საზოგადოებას. ისე, იმათმაც რა ქნან, მავნებელ ოპოზიციას რომ ჰკითხო, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ხომ სრულად აკონტროლებს აშშ-სა და ევროპის პრეზიდენტებს თუ მთავრობებს, ელჩებს, გავლენიან უცხოურ მედია საშულებებს, ევროპულ სასამართლოებს”, – აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.