საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

როგორც ცნობილი გახდა კორონავირუსისგან გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შედგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია – 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები