გურამ ნიკოლაშვილი: კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია
ყველა ცხრილი ოდესღაც ვიღაცის მიერაა პირველად შედგენილი, ეს რატომაა პრობლემა? – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს.
ნიკოლაშვილი ბრიტანულ გამოცემა „,ტელეგრაფში” ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიის „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში”, რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის მიერ მომზადებულ „კრიტიკულ” წერილს ეხმიანება, სადაც ვასაძე პრობლემად ცხრილს მიიჩნევს, რომელიც რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტის თქმით, მხოლოდ ერთ ადგილას, „ტელეგრაფის” ვებგვერდზე არსებობს.
ნიკოლაშვილის თქმით, კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია.
ცხრილის შექმნის პრინციპზე საუბრისას გურამ ნიკოლაშვილი თავად რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტის ციტატას იშველიებს, რომლის მიხედვითაც პანდემიისთვის ქველმოქმედთა ცხრილი გვიჩვენებს კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს, ერთ სულ მოსახლეზე დონაციის პროპორციული მაჩვენებლებით.
ესე იგი, აქედან ვიგებთ, რომ სია შედგენილია შემოწირულობის ოდენობის შეფარდებით ქვეყნის მოსახლეობის რიცხვოვნობასთან და ამ კრიტერიუმით ბატონი ივანიშვილი აღმოჩნდა პირველ ადგილას. და ასეთი ცხრილი გააკეთა „ტელეგრაფმა”, დანარჩენ გამოცემებს კი სრული უფლება დაუტოვა, დაესესხონ და გაავრცელონ. ყველა ცხრილი ოდესღაც ვიღაცის მიერაა პირველად შედგენილი, ეს რატომაა პრობლემა? პრობლემა არის სიცრუე და მანიპულაცია და სწორედ ამ მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითია სოფიკო ვასაძის ნარკვევი კოდა-სთორიზე. სოფიკოსგან განსხვავებით, უპირობოდ არც მე ვენდობი „ტელეგრაფს”. ჯერ კიდევ ქართული ასმილიონიანი დონაციის გაკეთებამდე დავინტერესდი შემომწირველებით და რამდენიმე სია მოვიძიე. დღეს კიდევ ერთხელ მოვძებნე სხვადასხვა სია. საძიებო სისტემაში შემყავს
მისი თქმით, საინტერესო იქნებოდა სოფიკო ვასაძის სტატიის წაკითხვა თემაზეც, რატომ დამკვიდრდა სიტყვა „ლობისტები” ქართულ ზეპირსიტყვიერებაში უკვე ნეგატიური კონოტაციით.