გიორგი ვოლსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: სახეზე გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი კოოპერაციის ხარისხი და კარგია, რომ ამას ევროკავშირის წარმომადგენელიც ხაზს უსვამს
“სახეზე გვაქვსს უპრეცედენტოდ მაღალი კოოპერაციის ხარისხი და კარგია, რომ ამას ევროკავშირის წარმომადგენელიც ხაზს უსვამს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარის, კეროლ კარსკის reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ ნატო მეტად უნდა დაეხმაროს საქართველოს გაძლიერებაში, რადგან ის სანდო პარტნიორია.
მისი თქმით, ნატო-სთან ურთიერთობაც შემდგომ კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება.
„დასავლური პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური გაერთიანებებისა და საქართველოს თანამშრომლობის თემა მუდმივად იდგა დღის წესრიგში, რაც არ უნდა ეცადოს ზოგიერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ამას ჩრდილი მიაყენოს. მათ შორის არის ნატო-სთან ურთიერთობაც, რაც შემდგომ კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. სახეზე გავქვს უპრეცედენტოდ მაღალი კოოპერაციის ხარისხი და კარგია, რომ ამას ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელიც, ავტორიტეტული ადამიანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.