ჭიათურაში ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა
ჭიათურაში დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა.
აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე მერიის სამსახურებთან ერთად გაეცნო.
გივი მოდებაძის განცხადებით, ჭიათურის აგრარული ბაზარი, დადგენილი რეკომენდაციების დაცვით, დღეიდან განაგრძობს ფუნქციონირებას. მისივე თქმით, ტერიტორიაზე დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესები.
“შემოსასვლელში მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ასევე, დაცულია მოსახლეობის დისტანცირება, რომელსაც სპეციალური სამსახურები გააკონტროლებენ“, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.