რუსთავის აგრარულმა ბაზარმა დღეიდან ფუნქციონირება განაახლა

ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთმა აგრარულმა ბაზარმა განაახლა ფუნქციონირება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მხარის გუბერნიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რუსთავში ღია ტიპის საბითუმო სავაჭრო სივრცეში დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა რეკომენდაციაა დაცული.
ტერიტორიაზე შემსვლელ ყველა მოქალაქეს თერმოსკრინიგი უტარდება, მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ.

რეგულაციების დაცვის მონიტორინგს მკაცრად აკონტროლებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები.

პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნენ და ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები