„ჭარბი წონა, ქრონიკული დაავადებები, ასაკი“, – ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულების რისკფაქტორებზე საუბრობს
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კორონავირუსით ინფიცირებულების რისკფაქტორები კიდევ ერთხელ დაასახელა.
„კორონავირუსთან დაკავშირებით რისკფაქტორებია ჭარბი წონა, ქრონიკული დაავადებები, ასაკი. რისკფაქტორები რაც იყო, ის რჩება, დანარჩენი ვნახოთ.
დაავადებული ადამიანის კვება უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი საკვებით გაჯერებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.