მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევიდან 7-ის დაინფიცირების წყარო უცნობია, ახლა ხდება მოძიება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაცინეტიდან 7-ის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
„27 პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, ერთი თეთრიწყაროსია, ორი მარნეულისაა, 4 საკარანტინე სივრციდანაა და დანარჩენის წყარო უცნობია, ახლა ხდება მოძიება.
ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არცერთი არის შემოყვანილი, ანუ ჩვენთან იგივე მონაცემები რჩება, გუშინ 43 დადასტურებული პაციენტი გვყავდა, აქედან 2 გამოჯანმრთელდა და, ამჟამად, 41 პაციენტი გვრჩება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.