გოდერძი-კობის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა – ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი უტარდება

გოდერძი-კობის მონაკვეთზე თერმოსკრინინგი დაიწყო. ადგილზე მობილიზებულა ბრიგადა, რომელიც ახალციხიდან შემსვლელ და აჭარიდან ახალციხის ტერიტორიაზე მიმავალ პირებს  ტემპერატურას უზომავს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნება, ოჯახის ექიმთან გადამისამართდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სოფლის ყველა ექიმი შესაბამისადაა დატრენინგებული და ნებისმიერ სიტუაციაში მომსახურების გაწევა შეუძლიათ.
შეგახსენეთ, რომ გოდერძი-კობის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება ამ დრომდე შეჩერებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები