ანტიკრიზისული გეგმა აზერბაიჯანში – სტიმულირების რა პაკეტს სთავაზობს ხელისუფლება ბიზნესსა და მოსახლეობას

1.5 მილიარდი დოლარი, ანუ მშპ-ს 3 % ეკონომიკისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად – ასეთია სტიმულირების პაკეტი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაამტკიცა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), ვრცელი მიმოხილვის თანახმად, მოამზადა სტიმულირების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს, ასევე, არსებული (10%) და ახალი სესხების (7%) საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას. აზერბაიჯანის საკრედიტო გარანტიების პროგრამა მიიღებს 0.5 მლრდ. მანათს ($0.3 მლრდ.) ახალი სესხების მომსახურებისთვის, არსებული სესხებისათვის კი – დამატებით 1 მლრდ. მანათს ($0.6 მლრდ.).
ფინანსურ დახმარებას მიიღებს, დაახლოებით, 600,000 ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. დახმარება ორი თვის მანძილზე 224.5 დოლარისს, ანუ საარსებო მინიმუმის ტოლფასი თანხის გაცემას ითვალისწინებს.
საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში მუშაობენ. დღგ-სგან გათავისუფლდა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები. დაზარალებული მიკრომეწარმეები ქონებისა და მიწის გადასახადს არ გადაიხდიან.
სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მიიღებენ დაფინანსებას სწავლის გასაგრძელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები