გარდაბანში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება გრძელდება

გარდაბნის მასშტაბით, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება გრძელდება. როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჯერად, სოციალურ აქტივობას სოფელ მარტყოფში მცხოვრები ბიზნესმენი, ანზორ ჯამალაშვილი შეურთდა, რომელმაც ნახევარი ტონა ზეთი და 100 ტომარა ფქვილი მუნიციპალიტეტს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარების მიზნით გადასცა.

მათივე ცნობით, პროდუქტების გადაცემის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი 5 600-მა ოჯახმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები