მარინა ეზუგბაია: ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 22 ახალი პაციენტიდან ერთი მედპერსონალია.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რაოდენობა მაღალი არ არის.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, 22 შემთხვევიდან მედპერსონალიდან მარტო ერთი არის ინფიცირებული. აღნიშნული პაციენტი ჩვენ კლინიკაში არ მოთავსებულა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა დიდი არ არის, ეს არ არის დიდი ციფრი. მედპერსონალი, ეტყობა, მეტნაკლებად, თავდაცვის საშუალებებს სწორად და ადეკვატურად იყენებს. შესაბამისად, ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება.

ჩვენ კიდევ ვლაპარაკობთ, რომ შიდა გავრცელებიდან 7-8 კვირა არის ის, რასაც პიკი ჰქვია და, დაახლოებით, ამ პერიოდში შევდივართ. თუ ასე შევინარჩუნებთ მდგომარეობას, ეს ცუდი მონაცემები არ არის. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას. ამ ეტაპზე, როგორც გუშინ, 3 მძიმე პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, ერთ-ერთი მათგანი ასაკობრივადაა რისკჯგუფში, მეორესთან თანმდევი დაავადებაა დიაბეტის სახით, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები