საქსტატი: მარტში ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა

საქსტატის შეფასებით, 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ -2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტით განისაზღვრა.

2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლება დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების (ტურიზმის), ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები