გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის პროდუქტებით დახმარებას აგრძელებს. მერიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი 2008 წლის 9 აგვისტოს ვერხვების დასახლებაში აფეთქების დროს დაზარალებულ სოფიო მურადოვას მიუტანეს.

სოფიო მურადოვა 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შემდგომ ლოგინს მიეჯაჭვა და ის გორში, ვერხვების დასახლებაში, შვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

როგორც „რეგიონულ კვირას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თვითმმართველი ორგანო მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობისთვის მსგავსი ტიპის დახმარების გაწევას კვლავ გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები