“მაგთიკომი” აბონენტებს სატელეფონო თაღლითობების ფაქტებთან დაკავშირებით აფრთხილებს

კომპანია “მაგთიკომი” აბონენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სატელეფონო თაღლითობის ფაქტების შესახებ აფრთხილებს.

“სამწუხაროდ, გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემას იყენებენ.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დაზარალდეთ: ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებსა და საბანკო ბარათის კოდებს.

აბონენტები ვებბრაუზერებსა და აპლიკაციებში იღებენ შეტყობინებას, თითქოს, მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ნომრიდან +995 591 555759 (სინამდვილეში, ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული).

ასევე, რიგ შემთხვევაში, პრიზის მისაღებად აბონენტს სთხოვენ მობილური ოპერატორის არჩევას,
რათა მათ გასცენ პრიზი. შეტყობინების გახსნის შემთხვევაში, მომხმარებლები გადამისამართდებიან ყალბ
ვებგვერდებზე, სადაც თითქოს ეძლევათ შანსი, მოიგონ Iphone 11 Pro და სთხოვენ პირადი მონაცემების შეყვანას. “მაგთიკომი” გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული სქემა წარმოადგენს თაღლითობას,
ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, ასევე, საბანკო ბარათის კოდებს. “მაგთის” აბონენტებთან ფიქსირდება გამოტოვებული საერთაშორისო ზარები ნომრებიდან, შემდეგი პრეფიქსებით:
372, 381, 257, 436.
ამ ნომრებზე გადარეკვისას ისმინება ქართული ტექსტი:
“გილოცავთ, თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში და გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ 5 კითხვას. . .“
!აღნიშნული ტექსტი მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება და ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა, ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა.
დაფიქსირებული ნომრები უკვე დაბლოკილია. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, ნუ გადარეკავთ მსგავს უცნობ ნომრებზე, ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა და დაზარალდებით”, – ნათქვამია “მაგთიკომის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები