ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობის მოსახლეობის ნაწილმა სოფელში მისასვლელი გზა გადაკეტა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობის მოსახლეობის ნაწილმა სოფელში მისასვლელი გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფლის გაზიფიცირებას, სასმელი წლის სისტემის მოწესრიგებას, ასევე, სოფელში ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვდნენ.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოსახლეობას აქციის დაშლისა და გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. მათ შეკრებილ მოსახლეობას იმ პროექტების განხორციელების შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, რომლებიც აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.
“მოსახლეობის უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენდა გაზიფიცირება. მიწობის გვერდით სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტის დასრულება. ალბათ, მიწობის მოსახლეობამ ჩათვალა, რომ მათთან არ მოხდებოდა ბუნებრივი აირის შეყვანა, თუმცა, აღნიშნული სოფლის გაზიფიცირების პროექტი უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში ამ სოფელსაც ექნება გაზი. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნული პრობლემების დროულად და ეფექტურად აღმოსაფხვრელად და უმოკლეს ვადებში მოსახლეობას ეს პრობლემების მოუგვარდება“, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.