სოფელ ღვანკითში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებები გადაეცათ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის სოციალურად დაუცველმა 97-მა ოჯახმა, მათ შორის მრავალშვილიანებმა და 70 წელს გადაცილებულმა მოხუცებმა დახმარებები მიიღეს.

აღნიშნული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” გადასცა.

დახმარებები ოჯახებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გადასცეს.

ჯამში “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” საჩუქრები იმერეთში 350 ოჯახზეა გათვლილი.

შეგახსენებთ.თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები