“ეს პოპულიზმია”, – კობა გვენატაძე ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა.
“ამ ეტაპზე, ამის გაკეთება არ არის კარგი. ეს პოპულისტურად გამოიყურება ძალიან. თითქოს, ეს არის პანაცეა და ყველაფრის გადამჭრელი, რაც ნამდვილად არ არის ასე”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
ამჟამად, კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს.