ხაშურში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების პროცესი გრძელდება
ხაშურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების პროცესი გრძელდება. პროცესის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გურასპაშვილი და მერის პირველი მოადგილე – ზვიად ქურდაძე ადგილზე გაეცნენ.
მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პროდუქტების გაცემაში აქტიურად არიან ჩართული ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული დახმარებით ხაშურში, სურამსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 1824 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახი ისარგებლებს, რომელთაც ზეთი, ბურღულეული და სხვა პროდუქტები გადაეცემა.
პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 980 ლარი გამოიყო.