საქართველო კორონავირუსის მორიგ შემოტევას მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე უნდა ელოდოს – ხათუნა ზახაშვილი
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის მეორე შეტევას შემოდგომა-ზამთარში უნდა ელოდოს.
„ვირუსზე სეზონს ზემოქმედება აქვს. ზაფხულის სეზონზე ვირუსის გავრცელება, წესით, უნდა იყოს ნაკლები ინტენსივობის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულაციას მთლიანად შეწყვეტს.
ჩვენი ზონის ქვეყნები მორიგ შემოტევას კოვიდ ვირუსისას ელოდებიან ზამთარში, მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე”, – აცხადებს ზახაშვილი.