ნიკოლ ფაშინიანი: ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში მოიხსნება
“სომხეთში ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში მოიხსნება”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
“თუ უახლოესი 10 დღის განმავლობაში არაფერი ექსტრაორდინალური არ მოხდა, შეზღუდვების შესუსტების გზით წავალთ, მინიმიზირებას მოვახდენთ”, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ყველა სფეროსთვის ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების ნორმებს შეიმუშავებს, მაგალითად, რესტორნებისთვის, კაფეებისა და სხვა საწარმოებებისთვის.
“განათლების სისტემა ფუნქციონირებას შეზღუდვებით გააგრძელებს”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 მაისამდე მოქმედებს.
28 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 1867 დადასტურებული შემთხვევაა, 30 პირი გარდაიცვალა, 971 კი განიკურნა.