საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი. ინფორმაციისთვის, 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები