“ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდება, ეს ძალიან ცოტაა და დიდი ბედნიერებაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა, ამ ეტაპზე, გამარჯვებულია”

“მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული ტესტირება და აგრესიული ტესტირება სხვადასხვა რამეა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ კორონავირუსის მხოლოდ 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდება, ეს ძალიან ცოტაა და დიდი ბედნიერებაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა, ამ ეტაპზე, გამარჯვებულია.

“მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული ტესტირება და აგრესიული ტესტირება სხვადასხვა რამეა. სიტყვა “აგრესიული” არ მიყვარს არანაირ მიმართებით, არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში, არც არსად, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი. მაგრამ მე გავაკეთე დაზუსტება, ვისაც მოსწონს ეს ტერმინი – აგრესიული ტესტირება, ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს არის დიდი ბედნიერება. ეს არის მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული აგრესიული ტესტირება, ასეთ დროს 25 რომ იქნება მხოლოდ დადასტურებული, ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია, ამ ეტაპზე.

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, რომელიც უნდა განხორციელდეს, მოქალაქეების მაღალი პასუხისგებლობა იქნება საწინდარი, რომ მოხსნასთან ერთად, მოსახლეობამ შეინარჩუნოს ის ყველა უნარ-ჩვევა, რომელიც მიღებული აქვს ამ ყველაზე მძიმე პერიოდში. ამ უნარ-ჩვევებს თუ მოსახლეობა შეინარჩუნებს და თანდათან, გამარტივების შემთხვევაში გააგრძელებს, ეს იქნება საწინდარი, რომ ჩვენთან არსებული სტატისტიკური მონაცემები არ გაუარესდეს, შევინარჩუნოთ და შესაშური გამარჯვება გავაგრძელოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები