პაატა იმნაძე: ახლა წესით, პიკში ვართ და ვეცდებით, ეს პიკი პატარა გორაკი იყოს და არა ჯომოლუნგმა
“კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა, იყოს პატარა გორაკი”,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
“ამას საკმაო ხანია, ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის დასაწყისი, ყველა გათვლებით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით, არის ათეულობით შემთხვევა. დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა, იყოს პატარა გორაკი“, – განაცხადა იმნაძემ.