პაატა იმნაძე: მაქსიმალურად შევძელით, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება არ ყოფილიყო ნახტომისებური, ჯერჯერობით, ჩვენ ეს შევძელით

“ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით ის, რომ გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, არ ყოფილიყო ლავისებური და ნელ-ნელა მომატებოდა შემთხვევათა რიცხვი”,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღეა ინფექციის მატება არის 25-29 ახალი შემთხვევა.

“ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით ის, რომ გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, არ ყოფილიყო ლავისებური და ნელ-ნელა მომატებოდა შემთხვევათა რიცხვი. ჯერჯერობით ჩვენ ეს შევძელით. ბოლო ორი დღეა ინფექციის მატება არის 25-29 ახალი შემთხვევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა რეკომენდაციები. მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას, სამწუხარო შედეგებს ჩვენ ვიმკით, იმას, რაც ხდება დასახლებებში და ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში. თეთრიწყაროში არის სამწუხაროდ შემთხვევები, ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის. იქ მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, თუ რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ პირობებში, თუ ისევ და ისევ საყოფაცხოვრებო პირობებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები