პაატა იმნაძე: დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს, რომ სოფლებისგან განსხვავებით, ქალაქების მოსახლეობამ ჩვენი რეკომენდაციები მაქსიმალურად შეასრულა

“დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს, რომ სოფლებისგან განსხვავებით, ქალაქების მოსახლეობამ ჩვენი რეკომენდაციები მაქსიმალურად შეასრულა”,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით, ის, რაც ხდება ვთქვათ დასახლებებში, რომლებიც დავასახელე, ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში, თეთრიწყაროში – სამწუხაროდ, არის შემთხვევები, ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების და იქ მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ, თუ ისევ საყოფაცხოვრებო პირობებში“, – განმარტა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები