პაატა იმნაძე: ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან 29 შემთხვევა დადასტურდა

“ქვეყანაში, დღეისათვის სულ გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი, ეს რაც შეეხება პისიარ ტესტირებას. გარდა ამისა, დაახლოებით 5 000-ზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული”,- ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“24 საათის განმავლობაში 29 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ეს არის ძირითადად ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროსი. მოგეხსენებათ, იქ იყო შემთხვევა და იმისი კონტაქტებია.გარდა ამისა, ერთი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზირებული იყო, სწრაფი ტესტით იყო დადებითი და პისიარ მეთოდითაც დადასტურდა, თბილისშიც ოთხი ახალი შემთხვევა დაემატა, ესეც ერთ-ერთ ჰოსპიტალთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, რომელიც ამ 24 საათის განმავლობაში გაკეთდა – 822 ტესტი გაკეთდა და აქედან 29 ახალი შემთხვევაა, მაშინ როდესაც გუშინ 919 ტესტი იყო გაკეთებული და 25 ახალი შემთხვევა იყო. სულ დღეისათვის ქვეყანაში გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი, ეს რაც შეეხება პისიარ ტესტირებას. გარდა ამისა დაახლოებით 5 000-ზე მეტია გაკეთებული სწრაფი ტესტები”,- განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები