იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ქუთაისის “ცხელების ცენტრში” ჩატარებული 15 საეჭვო კვლევიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცენტრის დირექტორმა განუცხადა. მისივე თქმით, დღის ბოლომდე შვიდი ახალი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
“მივიღეთ 15 უარყოფითი პასუხი,ასევე გაკეთებული გვაქვს შვიდი პაციენტის ანალიზი, რომელთაც ალბათ მომართვიანობის შედეგად დღის განმავლობაში დაემატება და მათი პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი”,- განაცხადა არჩილ მუკბანიანმა.
შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე 23 პაციენტი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. კლინიკაში ასევე არ ჰყავთ ახალი საეჭვო პაციენტები.