კახეთი კვლავ “მწვანე ზონაა” – ლუგარში გაგზავნილი 38-ვე ნიმუში უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 38 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ნიმუშები როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე საკარანტინე სივრცეებიდან აიღეს.
“25 აპრილს რეგიონიდან ჯანმში გაიგზავნა 38 ნიმუში და ყველას ტესტირების შედეგი კოვიდ 19-ზე აურყოფითი აღმოჩნდა, ასე, რომ ეპიდსიტუაცია კახეთში კვლავ სტაბილურია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონში ამ დროისთვის 11 საკარანტინე ზონაში 592 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 12 პირი რჩება. შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში კოვიდ 1 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 139 და გარდაიცვალა 6 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4928 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 522 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები