ტიტე აროშიძე: სასურსათო პროდუქციაზე დეფიციტი არ არსებობს. სრული დატვირთვით მუშაობს დისტრიბუცია
“სასურსათო პროდუქციაზე დეფიციტი არ არსებობს. სრული დატვირთვით მუშაობს დისტრიბუცია. მოსახლეობას აქვს შესაძებლობა საჭირო, აუცილებელი პროდუქტები შეიძინონ, რაც მთავარია მისაღებ ფასებში- ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონების სოფლებში სასურსათო მაღაზიებში დაათვალიერეს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.
„სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნებისმიერი შეზღუდვის, მათ შორის, კარანტინის პირობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არსებულ სიტუაციაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი რომელიც პროდუქტებზე ფასების მონიტორინგს ახორციელებს. სასურსათო მარაგების კუთხით აქ პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება”- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.