ტიტე აროშიძე: სოფლებში, სადაც კარანტინია პროდუქციის დეფიციტი არ არსებობს
ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მოძრავი ბაზრების მუშაობა გრძელდება. ყოველდღიურად, დისტრიბუციის მანქანები, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოფლებში სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებენ.
მოძრავი ბაზრები, დღის განმავლობაში ადმინისტრაციული ერთეულის რამდენიმე სოფელში გადაადგილდება. მოსახლეობას ადგილზე შეუძლია სხვადასხვა სახის ბოსტნეულის და პროდუქციის შეძენა. ზემოთ აღნიშნული ბაზრობის მუშაობის პროცესს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად გაეცნო.
“პროდუქციის ღირებულება იქნება სხვა საბითუმო საწყობების მსგავსი, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებში. საკარანტინე ზონის სოფლებში ამ დროისათვის, საკვები პროდუქტის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის დეფიციტი არ არსებობს”,- განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.