ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტების განმარტებით, პირველადი შედეგი ასევე უარყოფითია მის მცირეწლოვან შვილთანაც, განმეორებითი ტესტირების შედეგი დღეს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება, ბოლო ინფორმაციას რეგიონიდან,  სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის ბლოკ პოსტთან იმყოფებოდა, საიდანაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე, რწმუნებული მადლობას უხდის ექიმებს, მოსახლეობას და პროცესებში ჩართულ სამინისტროებს.
ამ ეტაპზე, ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში და ასევე, თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი არ იმყოფება.

შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 5 აპრილს დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები