ვალერი გელაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი

„თუ უკრაინამ არ განიხილა საქართველოს ხელისუფლებიდან გაგზავნილი წერილები და  ვიცე-პრემიერად სააკაშვილი დანიშნა, მასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია. ის  არის კრიმინალი. 15 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც მიჭირს ფსიქოლოგიურად ამაზე საუბარი. მე წერილი პირადადაც გავგზავნე უკრაინელ კოლეგებთან, რომ იცოდნენ, ვინ არის რეალურად მიხელ სააკაშვილი” , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, რადას დეპუტატებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილით მიმართა. დეპუტატი უკრაინელ კოლეგებს ახსენებს, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი და იგი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე სისხლის სამართლის საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თავად მას და მის ოჯახს ეხება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები