აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქობულეთის იმ სოფლების მოსახლეობას, სადაც კარნატინის რეჟიმია, მობილური შემსახურებელი აპარატები გადასცა

ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში, გვარა, მუხაესტატე, წყავროკა და ლეღვა, სადაც კარანტინის რეჟიმია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად, სამინისტროს პროგრამის ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა” – ფარგლებში, ფერმერებს თანადაფნანსების პრინციპით 31 ერთეული მობილური შემასხურებელი აპარატი გადასცეს. საკარანტინე ზონის სოფლების მოსახლეობას ასევე უფასოდ დაურიგდა 20 000 ცალამდე კიტრის ჩითილი.

“ტექნიკის გამოყენება დადებითად აისახება ფერმერების მეურნეობაზე და პროდუქციის ხარისხზე. იგი ხელს შეუწყობს შეწამვლითი ღონისძიებების აგრო ვადებით მითითებულ დროში განხორციელებას. რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს უზრუნველყონ სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელ–დაავადებების ეფექტური კონტროლი და მცენარეთა დაცვის საშუალებების ეკონომიური ხარჯვით შეძლონ, მაღალი ხარისხის მოსავლის წარმოეება”- განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები